აჭარის დაბებისა და სოფლების წყლის და წყალარინების პროგრამასთან დაკავშირებით, სს „აჭარის წყლის ალიანსი“ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
პროგრამის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დღეს შეხვედრა გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ოქრუაშვილები და დუაძეები.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყლის და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები იქმნება.