სს „აჭარის წყლის ალიანსმა“ და გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიამ MACS ვორქშოფი გამართა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.
ვორქშოფი მიზნად ისახავდა ხულოს სოფლების ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს მიეღოთ ინფორმაცია აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის შესახებ.
ვორქშოფის ფარგლებში, მონაწილეებმა სოფლების მაგალითების მეშვეობით, წარმოადგინეს იდეეები რა მთავარი სარგებელი შეიძლება მოუტანოს აჭარის დაბებისა და სოფლების წყლის და წყალარინების პროგრამამ რეგიონს არამხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, არამედ ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით.