ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში უწყვეტი წყალმომარაგების და გაწმენდილი წყალარინების სისტემის შესაქმნელად, საპილოტე ადგილების შერჩევა მიმდინარეობს.
დღეს, „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე, ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS-ის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ქობულეთის რამდენიმე სოფელში იმყოფებოდა.