ხელვაჩაურის, ხულოს, ქობულეთის, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში 24 საათიანი წყალმომარაგების და გაწმენდილი წყალარინების სისტემის შესაქმნელად, საპილოტე ადგილების შერჩევა იწყება.
ხულოს მონიტორინგის ფარგლებში, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის საპილოტე ტერიტორიებად, მოიაზრება ვაშლოვანის თემი - შურმული და წაბლანა.
„აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ, ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ და გერმანელმა კონსულტანტებმა, ხულოს წყალმომარაგების და წყალარინების საპილოტე პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.