ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები იქმნება.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის გაცნობით მიზნით, სოფელში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
პროგრამის შედეგად, ქვედა კვირიკეში თანამედროვე ინფრასტრუქტურით 200-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.
აჭარაში პროგრამა გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება. ბიუჯეტი 59.5 მილიონ ევროს შეადგენს.