სს „აჭარის წყლის ალიანსის“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სარეაბილიტაციო დაბებისა და სოფლების სკოლებში, ეკოკლუბები იქმნება.
ეკოკლუბების ფარგლებში, დაგეგმილია საგანმანათლებლო აქტივოებების ჩატარება სკოლებში. დაგეგმილი აქტივობები მოიცავს წყლის, წყალარინების, გარემოზე ზემოქმედების და კლიმატის ცვლილებების საკითხებს.
ასევე, მოსწავლეების ჩართულობით მოხდება სკოლების და მოსწავლეების საჭიროებების გამოვლენა, შემდგომში საკითხების ერთობლივად გადაჭრის მიზნით.
ეკოკლუბების საკითხებთან დაკავშირებით, პირველი საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა შუახევის სოფლებში: ჭალა, წყაროთა და ბარათაული.