აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის საპროექტო დაბებისა და სოფლების სკოლებში ეკოკლუბების შექმნა დაიწყო.
ეკოკლუბების სამომავლო საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ, პირველი საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სკოლის მოსწავლეებთან ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ვაიო და უჩხითი.
დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას გარემოს დაცვის, წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით.
ასევე, თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება მოსწავლეების საჭიროებების და ინტერესების გამოვლენა, ერთობლივი აქტივობების განსახორციელებლად.