სს „აჭარის წყლის ალიანსის“ ინიციტივით, მუნიციპალიტეტების - ქედა, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური და ქობულეთი, მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ძირითად საკითხს, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურული ნაგებობების სამართლებრივი საკითხების დაზუსტება და მათი პროგრამულად ასახვა წარმოადგენდა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის შედეგად, აჭარის მუნიციპალიტებში მოსახლეობა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემებით ისარგებლებს.