შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბრილისა და გომარდულის საჯარო სკოლებში ეკოკლუბები შეიქმნა.
სს „აჭარის წყლის ალიანსი“ ეკოკლუბებს აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის საპროექტო დაბებსა და სოფლებში ქმნის.
ეკოკლუბების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება წყლის რესურსების, ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით. დამატებით, მოსწავლეების ჩართულობით, მოხდება სკოლებისა და მოსწავლეების საჭიროებების გამოვლენა, საკითხების განხილვისა და შემდგომში ერთობლივად გადაჭრის მიზნით.