სს „აჭარის წყლის ალიანსი“ აჭარის დაბებისა სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, საპროექტო სოფლებისა და დაბების სკოლებში ეკოკლუბების შექმნას აგრძელებს.
სკოლებში ეკოკლუბების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრები ჩატარდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში დიოკნისი და ძირკვაძეები.
საპროექტო ტერიტორიებზე ეკოკლუბების დაარსების მიზანია მოსწავლეებს მიეწოდოს ინფორმაცია წყლის რესურსების, ჯანმრთელობის, ჰიგიენის,წყალარინებისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებით.