აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის საპროექტო დაბებისა და სოფლების სკოლებში ეკოკლუბების შექმნა გრძელდება.
ეკოკლუბის შექმნასთან დაკავშირებით, პირველი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა კირნათის საჯარო სკოლაში.
ეკოკლუბი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი მასწავლებლებისა და მოსწავლეების პროგრამაში ჩართვის მიმართულებით.
დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობები მოიცავს საკითხებს წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების, ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და გამართული წყალარინების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.