ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მუხაესტატესა და ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლებში ეკოკლუბები შეიქმნა.
ეკოკლუბები აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის საპროექტო დაბებსა და სოფლებში იქმნება.
ეკოკლუბების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება წყლის რესურსების, ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით.
დამატებით, მოსწავლეების ჩართულობით, მოხდება სკოლებისა და მოსწავლეების საჭიროებების გამოვლენა, საკითხების განხილვისა და შემდგომში ერთობლივად გადაჭრის მიზნით.