სს „აჭარის წყლის ალიანსმა“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრების ძირითად მიზანს პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურული ნაგებობების სამართლებრივი საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, KfW ბანკის მეშვეობით და ევროკავშირის მიერ.
პროგრამის მიზანია აჭარის მუნიციპალიტეტებში: ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური და ქობულეთი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები შეიქმნას.