ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის ინფორმაციის გაცნობის მიზნით, შეხვედრები გაიმართა სოფლებში: დეკანაშვილები, ზედა დეკანაშვილები, განახლება და ძირკვაძეები.
შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია თითოეული მოსახლის წყალარინების სეპტიკური ავზების მდებარეობის შესახებ. ასევე, ინფორმაცია მიმდინარე საერთაშორისო ტენდერისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის მთავარი მიზანია, აჭარაში შეიქმნას თანამედროვე წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინების სისტემები.