სს „აჭარის წყლის ალიანსმა“ ხულოს, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრების ძირითად მიზანს აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურული ნაგებობების სამართლებრივი საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის შედეგად, აჭარის მუნიციპალიტებში მოსახლეობა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემებით ისარგებლებს.