აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში, დაბა შუახევში და შუახევის 16 სოფელში (ტბეთი, გოგაძეები, კვიახიძეები, ჟანივრი, ბრილი, ზემო ხევი, ბარათაული, ვარჯანაული, გომარდული, ჭალა, წყაროთა, სხეფი, სხეფელა, ღორექეთი, თერნალი, წანკალაური) პირველად, უწყვეტი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების ინფრასტრუქტურა შეიქმნება.
დაბა შუახევის წყლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, სათავე ნაგებობა გიდელას ტერიტორიაზე მოეწყობა. ასევე, აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, 384 მ3 მოცულობის წყლის რეზერვუარი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.
განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურით შუახევში 1328 ოჯახი ისარგებლებს.
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტი KfW ბანკისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა. პროექტი ხელს შეუწყობს სოფლებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას და ტურიზმის სტიმულირებას.