აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პირველი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.
ისტორიული პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების სისტემებით სარგებლობას, აჭარაში, დამატებით 39 სოფელში მცხოვრები, 5829 ოჯახი, ჯამში დაახლოებით 30 000 ადამიანი შეძლებს.
განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურით ხულოში 1571 ოჯახი ისარგებლებს.
პროექტის ფარგლებში, დაბა ხულოსა და ხულოს 11 სოფელში პირველად, უწყვეტი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების ინფრასტრუქტურა შეიქმნება.
აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, 800 მ3 მოცულობის წყლის რეზერვუარი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.
ახალი პროექტის პრეზენტაცია ხულოს მუნიციპალიტეტში გაიმართა.
დღეისათვის, ყველა მუნიციპალიტეტში, მშენებლობის საერთაშორისო ტენდერი მიმდინარეობს. კომპანიების შერჩევა-შეფასება ხორციელდება, რის შემდეგაც აჭარის სხვადასხვა სოფელში უკვე სამუშაო პროცესი დაიწყება.
სამუაშაოები ერთდროულად ყველა მუნიციპალიტეტის დაბებში და 39 სოფელში პარალელურად განხორციელდება.
პროექტი KfW ბანკისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა.