აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ექსპლუატაციის და ინტიტუციონალური მოწყობის კონცეფციის შესახებ, ვორქშოფი ჩატარდა.
ინსტიტუციონალური კონცეფციის მიზანია განისაზღვროს, „აჭარის წყლის ალიანსის“, მუნიციპალური საწარმოების და სოფლის მომხმარებელთა ჯგუფების როლი და პასუხისმგებლობები.
ინსტიტუციონალური კონცეფციის ფარგლებში, განხილულია მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანიების ფინანსური და ტექნიკური მართვის საკითხები.
სს „აჭარის წყლის ალიანსი“ მუნიციპალურ საწარმოებს და სოფლის მომხმარებელთა ჯგუფების წარმომადგენლებს, აქტიურად დაეხმარება პერსონალის შესაძლებლობების განვითარებაში.
ვორქშოფი ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, KfW ბანკის პროექტების მენეჯერი ბერნდ ჰასელი, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ და საკონსულტაციო კომპანია MACS-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროგრამის შედეგად, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები შეიქმნება.