აჭარის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები იქმნება.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჟანივრი და ცეკვა.
შუახევის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაგეგმილია სოფლებში: გომარდული, სხეფი, სხეფელა, თერნალი, ღორექეთი, წანკალაური, ბარათული, ბრილი, ჭალა, წყაროთა, ზემო ხევი და ვარჯანაული.