ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, სს „აჭარის წყლის ალიანსმა“ წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარ მიზანს, ამ ეტაპისთვის არსებული წყალმომარაგების შესახებ ინფორმაციის მოძიება და სარეაბილიტაციო საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
სოფელ დიოკნისში, წყალარინების დეცენტრალური სისტემის საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტი უკვე მომზადებულია.
კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, დიოკნისში 79 ოჯახი განახლებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებით ისარგებლებს.