სს "აჭარის წყლის ალიანსმა" ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ძმაგულა, გურძაული და ყინჩაური მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრაზე მოსახლეობასთან ერთად განვიხილეთ საკითხები წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაციისა და სოფელში არსებული შესაძლო წყლის წყაროების შესახებ.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურა შეიქმნება.