აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, სოფლებში მოსახლეობისთვის ინფორმაციის გასაცნობად, საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
დაგეგმილი სამუშაოებისა და სოფლების კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრები ჩატარდა სოფლებში: მილისი, უჩხითი, ქოსოფელი და არსენაული.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომრაგებისა და წყალარინების პროგრამა მიზნად ისახავს, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურა 24 საათიანი წყალმომარაგებითა და გამართული წყალარინების სისტემებით.