აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, სოფლებში მოსახლეობისთვის ინფორმაციის გასაცნობად, საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
აჭარაში, შუახევში დაგეგმილი სამუშაოებისა და სოფლების კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრები ჩატარდა სოფლებში: ტბეთი, გოგაძეები, წაბლანა და ლაკლაკეთი.
შუახევის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტმების განვითარებისთვის 7,536,105 ევრო დაიხარჯება.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომრაგებისა და წყალარინების პროგრამა მიზნად ისახავს, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურა 24 საათიანი წყალმომარაგებითა და გამართული წყალარინების სისტემებით.