სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით, მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მიზნით, სს "აჭარის წყლის ალიანსი" აქტიურად მართავს საინფორმაციო შეხვედრებს.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობა ინფორმირებული იყოს დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, შემდგომში სისტემების სათანადოდ ოპერირების მიზნით.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ხულოს სოფლებში - ღურტა და მანიაკეთი.