აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურში ერგესა და ჯოჭოს დასახლებებში, კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იგეგმება.
განასახორციელებელი სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა შედგა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, KfW ბანკის მეშვეობით და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრებით.