აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დღეს შეხვედრები გაიმართა ქობულეთში, სოფელ ლეღვაში.
აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, KfW ბანკის მეშვეობით და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრებით.